მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისი სურვილით ალბათ კიდევ აიცრება 5-6%, დანარჩენი უნდა დავარწმუნოთ, ან დისკომფორტი შევუქმნათ - გამყრელიძე

619e2d268c644
ინგა მურუსიძე
24.11.21 16:23
2062
თავისი სურვილით ალბათ აიცრება კიდევ 5-6%, დანარჩენი უნდა დავარწმუნოთ, ან დისკომფორტი შევუქმნათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეისთვის აცრილი გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 34,5%. დამატებითი რესურსია, რომ თავისი სურვილით აიცრება კიდევ 3-4-5-6%. დანარჩენი კიდევ უფრო მეტად უნდა დავარწმუნოთ, ან შევუქმნათ დისკომფორტი, რომ ის ვერ შევიდეს რიგ დაწესებულებაში მწვანე პასპორტის გარეშე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, დღეს სახელმწიფოსთვის ვაქცინაცია არის თუ არა ნომერ პირველი პრიორიტეტი, გამყრელიძე პირდაპირ მედიას არ პასუხობს.

„ჩემი აზრით და მე ამას ვიცავ, სახელმწიფოში ვაქცინაცია უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.