03.მაისი .2021 11:36

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია - აშშ-ის ელჩი

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია -  აშშ-ის ელჩი
views 204
უკან

"შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არც ერთი არაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული",- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს. დიპლომატის განცხადებას, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნება, თავად საელჩო აქვეყნებს.

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.

ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.

თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.

ასე რომ, დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის",- აცხადებს კელი დეგნანი.