მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტბა და ეკო კოტეჯები: GDB ლაგოდეხში 2024 წლისთვის სასტუმრო კომპლექსის გახსნას გეგმავს

6211f15992c58
სალომე ჭიპაშვილი
21.02.22 00:00
2368
სალათის ფურცლების პლანტაციის შემდეგ, კომპანია GDB ლაგოდეხში აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს. 2024 წლის ბოლოსთვის სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება, რომელიც ჰექტარნახევარ ტერიტორიაზე ერთი ძირითადი შენობითა და 15 ეკო კოტეჯით იქნება წარმოდგენილი.

„კომპლექსის ტერიტორიაზე ეკო კოტეჯებთან ერთად განთავსებულია ტბა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ამიტომაც კომპლექსში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ეკო კოტეჯებში დასვენებასთან ერთად ითევზაონ კიდეც. წყალი შემოწმებულია და მასში სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს. ამჟამად ინვესტიციების მოზიდვას ვცდილობთ, რადგან პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. ვფიქრობთ, 2024 წლის ბოლოსთვის სასტუმრო კომპლექსი უკვე გაიხსნება.“ - განაცხადა bm.ge-სთან საუბარში GDB-ს დამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ.

GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში ლაგოდეხის სუბტროპიკულ ზონაში სალათის ფურცლების წარმოებით დაიწყო, რომლის 80% ექსპორტზე გადის. ქართული სალათის ფურცლებით რუსეთის "მაკდონალდსი" მარაგდება.