პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ერთის მხრივ, ბიზნესისთვის შეიძლება იყო ერთგვარი შოკი, მაგრამ შესაძლოა იყოს განვითარების, ტრანსფორმაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ბიზნეს და კარიერული განვითარების ქოუჩმა, ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, "კავკასიის გენეტიკის" დამფუძნებელმა თამარ ყაჭაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოულოდნელი ცვლილებები, პირველ ეტაპზე, ბუნებრივია, ნეგატიურად აღიქმება, მაგრამ ბიზნესი ამას თუ შეხედავს შესაძლებლობის კუთხით, მას გაუჩნდება განვითარების შანსი.
„ამ დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ანალიზი და გააზრება რა ეფექტი აქვს კრიზისს კომპანიის და მისი გუნდის საქმიანობაზე. საჭიროა გაურკვევლობის დონე შემცირდეს და მოხდეს გააზრება - რა არის ამ კრიზისის არსი, რა ეფექტები აქვს გარემოზე, რა ხდება კონკრეტული ორგანიზაციის შიგნით, რა არის ის ცვლილება, რაც ამ კრიზისულ სიტუაციაში განიცადა კომპანიამ. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, როგორ გააგრძელოს საქმიანობა და რაშია გამოსავალი. ამით თავიდან აიცილებს ზიანის მასშტაბების გაფართოვებას,“ - განაცხდა თამარ ყაჭაშვილმა.
მისი აზრით, კრიზისს გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატება მოაქვს, თუ ბიზნესი მას, როგორც შანსს და შესაძლებლობას, ისე გამოიყენებს.
„კრიზისი არის შესაძლებლობა, რომ სრულიად განსხვავებული რამ ვაკეთოთ, ვიდრე აქამდე. მძიმეა როცა წლების განმავლობაში ნაწვალები საქმე აღარ გამოდის, მაგრამ თუ ბიზნესი შეხედავს ისე, რომ ცვლილებები მოსალოდნელი და გარდაუვალია და ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც გუშინ, მაშინ შეიძლება ახალი საქმის დაწყება და კეთება იყოს გამოსავალი,“- აღნიშნა ბიზნეს-ქოუჩმა.
თამარ ყაჭაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისულ სიტუაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას და მომხმარებლების, პარტნიორების ინფორმირებულობას.
„კრიზირულ სიტუაციაში კომპანიებმა მუდმივი კომუნიკაცია უნდა იქონიონ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, რადგან როცა დარღვეულია კომუნიკაცია, ხდება საკითხების ინტერპრეტირება, ეს, თავის მხრივს, იწვევს დაძაბულობას და გაურკვევლობას, რაც კომპანიის საქმიანობაზე ადექვატურად მოქმედებს,“- განაცხადა თამარ ყაჭაშვილმა.
ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ინიციატივით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ონლაინ ჩატარდა ვებინარები "ქალი & ბიზნესი", ბიზნესისთვის საინტერესო და აქტუალურ თემატიკაზე. საკითხი რომელზეც მეწარმე ქალებთან ბიზნეს-ქოუჩმა ყაჭაშვილმა ისაუბრა, ეხებოდა კრიზისებს ბიზნესში, კრიზისების მართვას და სარგებელს, რომელიც ამ კრიზისების დროს ბიზნესმა შეიძლება მიიღოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი