მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: აღდგენის დინამიკა გაგრძელდება, ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება

5f5726979222b
ლიკა გურაბანიძე
08.09.20 10:45
1067

"ეკონომიკური აქტივობის ტენდენციის გაუმჯობესებას ვხედავთ მას შემდეგ, რაც აპრილში და მაისში ორნიშნა კლება გვქონდა; ივნისში ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, ხოლო ივლისში 5.5%-იანი შენელება გვაქვს”, - განაცხადა “საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნის ტემპის შენელება მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც მაისის მეორე ნახევრიდან ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნა და ბიზნესები შედარებით ნორმალურ გარემოში ოპერირებენ.

“საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ორ დარგში ზრდა გვქონდა ეს არის დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა, რაც ძალიან პოზიტიურია.

რა ახდენს იმაზე გავლენას, რომ ეკონომიკის კლების ტემპი მცირდება? აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ფისკალური ხარჯები, ანუ ბიუჯეტის ხარჯვა ივნისში ივლისზე მეტად არის დაჩქარებული. ასევე ფულადი გზავნილების დინამიკას რომ შევხედოთ, ის ივნისში და ივლისში ცალსახად პოზიტიურია. ასევე სხვადასხვა მაკროპარამეტრებს, რასაც ვუყურებთ, ეს იქნება დასაქმების თუ ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა - ყველაფერში გაუმჯობესებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონზე საერთაშორისო ტურიზმი არ აღდგა, ეკონომიკაში გაუმჯობესებას მაინც ვხედავთ.

ველოდებით, რომ მომავალ თვეებშიც აღდგენის დინამიკა გაგრძელდება და ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდება, 7 თვეში 5.8%-ით შემცირდება და წლის განმავლობაში კლების ტემპი კიდევ უფრო შენელდება. მე-4 კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება კიდევ უფრო მეტად იქნება” - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.