08.აგვისტო .2022 10:51

TBC Bank Uzbekistan-მა დამატებით $35.1 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

TBC Bank Uzbekistan-მა დამატებით $35.1 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
views 964
უკან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და TBC Bank Group PLC დამატებით 35.1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ TBC Bank Uzbekistan-ში.

TBC UZ-ის საერთო ინვესტიცია ამჟამად $79.8 მილიონს შეადგენს, აქედან EBRD-სა და IFC-ზე 16.4-16.4 მილიონი დოლარი მოდის, დანარჩენი კი - TBC Bank Group-ზე.

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო. ცენტრალურ აზიაში შესვლა ბანკის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ნაწილია. TBC-ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, თიბისის უზბეკეთის მოსახლეობისა და კერძო ბიზნესისთვის მაღალი დონის საბანკო სერვისების შეთავაზება შეუძლია.

თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება საცალო, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ, ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33-მილიონიანი ბაზარი კი მზარდი და მიმზიდველია.

უზბეკეთის ბაზარზე შესვლისას თიბისის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი $5.5 მილიონად საგადახდო სისტემა PayMe-ის შეძენა იყო.

ივლისის მდგომარეობით, TBC UZ აპლიკაციას ქვეყნის მასშტაბით 2.4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.