10.იანვარი.2019 15:48
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

"TBC ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებას აკეთებს

"TBC ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებას აკეთებს
„TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტებას აკეთებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თიბისი ბანკის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მე როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, საჭიროდ ვთვლი რამდენიმე განმარტების გაკეთებას:

· 2007-2008 წლებში თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად. ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

· არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა...“

· აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

· ვფიქრობ, ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.
ავტორი: თელარა გელანტია

16.ივნისი.2019 21:00
55

“ფინანსთა სამინისტროში პრობიზნესური მართვის მოდელი დამხვდა” - ივანე მაჭავარიანი

ვრცლად
16.ივნისი.2019 20:10
93

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
160

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
168

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
193

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
205

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად