მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: ბოლო შვიდ დღეში იპოთეკურ სესხებში ძლიერი ზრდაა

5f11482baad3c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 10:38
1445
15 ივლისის მდგომარეობით, ბოლო შვიდ დღეში იპოთეკურ სესხებში ძლიერი ზრდა დაფიქსირდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ს მიაღწია - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ COVID-19-ის შემდგომ ეკონომიკის აღდგენის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის თანახმად, კურსის ეფექტის გამორიცხვით, იანვარ-თებერვალში იპოთეკური სესხების ზრდა საშუალოსთან შედარებით 28%-ია.

ამასთან, "თიბისი ბანკში" სუბსიდირებული სესხების გაცემა 6 ივლისს დაიწყო და 15 ივლისის მდგომარეობით, ამ პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების 26% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი იყო.

როგორც "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს 26% იძებნება როგორც ამ სუბსიდიის ბენეფიციარი, შესაბამისად, ყველა სესხი არის 200 000 ლარამდე, რომელიც 5 წლის განმავლობაში 4%-ით სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირდება.

მიმოხილვაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სუბსიდირების ეფექტი ჩანს "თიბისი ბანკში" იპოთეკური სესხების აპლიკაციებში, რომელთა წლიური ზრდა პოზიტიური თვის დასაწყისში გახდა და 14 ივლისის მდგომარეობით, +28% შეადგინა, ხოლო წინა დღეებში უფრო მაღალ ნიშნულსაც მიაღწია.

„კიდევ ერთი, სადაც კარგად ჩანს სუბსიდირების ეფექტი, განაცხადების რაოდენობაა. 2 კვირაა ეს მაჩვენებელი უკვე პლიუსშია და საკმაოდ მოცულობითად იზრდება. ახლა წლიურად დაახლოებით, 30%-ით არის გაზრდილი და თუ შევხედავთ წინა დღეებს, რამდენჯერმე უფრო მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ ამ სესხების საკმაოდ მოცულობითი ნაწილი ჯერ კიდევ დაუმტკიცებელია და ამის დამტკიცება იპოთეკურ სესხებში სამომავლო ზრდის მოლოდინს აჩენს", - განაცხადა თორნიკე კორძაიამ.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი სტაბილურობას ინარჩუნებს და 9 ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -26%-ს შეადგენს, რაც რეგისტრაციების ჩამორჩენით არის განპირობებული.