TBC Capital-მა დღეს საქართველოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, ქვეყანაში დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდება.
TBC Capital-ი სესხების ზრდის 9%-იან ტემპს პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებულ ნიშნულზე ხანგრძლივად შენარჩუნება მაღალი დოლარიზაციის პირობებში ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებზე დაწოლას ზრდის, რის შესამცირებლადაც რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა. ამას ემატება ისიც, რომ არაერთ სასაქონლო ჯგუფზე საერთაშორისო ფასები მზარდია, მათ შორისაა ნავთობის ფასებიც.
TBC Capital-ი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, უცვლელია 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის კვლავ 4%-ს შეადგენს.
ამასთან, განახლებულია ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ღირებულება 2021 წლის დეკემბერში, სავარაუდოდ, 3.2-3.5 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6%-7%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა