TBC Capital-ი წელს ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, განახლებული პროგნოზით, წლის ბოლოს საქართველოში 8.5%-9%-იანი ინფლაცია არის მოსალოდნელი, რამაც სებ-ს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს.
“ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 8.5%-9%-მდე შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ თვეებში სეზონური ფაქტორების გამორიცხვით იმ ფონზე, რომ ლარი გამყარდა და ვფიქრობთ, რომ ცოტათი კიდევ უფრო მეტად გამყარდება, ასევე სასაქონლო ფასებიც შემცირდა.
ჩვენი შეფასებით შემდეგ თვეებში ინფლაციის წნეხი მოსალოდნელია, რომ განეიტრალდეს და აღარ იყოს. რეფინანსირების განაკვეთზე ჩვენი პროგნოზი ისედაც მცირე კლებას ითვალისწინებს, 0.25 პროცენტულ პუნქტს. ამას შეიძლება სიმბოლური შემცირება დავარქვათ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც მნიშვნელოვანია, რადგანაც მიმართულებას ამბობდა თუ საით წავიდოდა განაკვეთი ამ სცენარით. დღეს ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად შემცირდება. რა არის მსჯელობის საგანი - ერთი მხრივ მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული, რადანაც წარსულს ვერ შეცვლის, ამიტომ თუ წლიური ინფლაცია მაღალია, მაგრამ იმედია რომ მალე დავინახავთ რომ ფასების ზრდა ისეთი მაღალი აღარაა, ეს ნიშნავს, რომ აგრესიულად შემცირდეს პოლიტიკის განაკვეთი,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ეროვნულმა ბანკმა მარტში რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 11%-მდე გაზარდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის და შედეგად გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებით იყო განპირობებული.
თავად ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 7%-მდე უნდა შემცირდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე