მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდაა

5f5b226cec15a
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.20 11:31
941
სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ გასული კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა და წელი წელთან შედარებით -8%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა კვიარის მაჩვენებელი -13% იყო.

"აგვისტოში თბილისში, დაახლოებით, 2 400 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რომლის ჯამური საცხოვრებელი ფართი 158 000 მ2-ია. ივლისთან შედარებით, აბსოლუტური გაყიდვების მაჩვენებელში ეს მცირედი გაუმჯობესებაა, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ზრდის უკან მდგომი დინამიკა, იმიტომ რომ ახალი და ძველი ბინების გაყიდვების ზრდა სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს", - აღნიშნა "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ "საქმიანი დილის" ეთერში.