10.ივლისი .2020 22:20

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის 7.75%-მდე შემცირებას პროგნოზირებენ

views 727
უკან

TBC Capital-ში რეფინანსირების განაკვეთის 7.75%-მდე შემცირებას ელოდებიან - ამის შესახებ თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ბლუაშვილმა განმარტა, მოლოდინი იმის რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად შეემცირებინა იყო, თუმცა გარკვეულმა ფაქტორებმა რეგულატორის სიფრთხილე გამოიწვია.

„იყო გარკვეული მოლოდინები, რომ შეიძლება მკვეთრად შემცირებისკენ წასულიყო ეროვნული ბანკი. თუმცა იმის გამო, რომ ასე ცალსახად შემცირებისკენ არ არის ინფლაციის ტენდენცია და არის გარკვეული რისკები, რომ იგივე მოკლევადიანი ეფექტების გამო და ასევე კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების დარჩენილი ეფექტის გამო, მოლოდინების ზრდა იყოს, შედარებით ფრთხილი იქნება ეროვნული ბანკი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებით ნახევარი პროცენტით 7.75%-მდე ველით საბაზო სცენარით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას.

ეროვნული ბანკის სიფრთხილის განმაპირობებელი კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს წინა წელს დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია და ბუნებრივია ორი წელი ზედიზედ სამიზნეზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაცია მეტი რისკი არის ეროვნული ბანკისთვის, ვიდრე შედარებით დაბალი ინფლაცია“, - განმარტა თიბისის მაკრო-ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა.

ცნობისთვის, 24 ივნისს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არსებული 8.25 %-ით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა