მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: თებერვალში საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპმა 17% შეადგინა

5e83089992320
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 13:30
888
TBC Capital-მა საბანკო სფეროში დაკრედიტების ზრდის ტემპის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. 

2020 წლის თებერვალში, საბანკო სექტორში სესხები წლიურად 17%-ით გაიზარდა და 30.9 მილიარდ ლარს მიაღწია. 

აქედან ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა წლიურ ჭრილში 25.2%-ით გაიზარდა და მან 14.2 მილიარდ ლარს მიაღწია, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 16.6 მლრდ ლარის ექვივალენტს გაუტოლდა და ის წლიურად 10.8%-ით არის გაზრდილი.

"თვის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, 2020 წლის იანვართან შედარებით, შემცირდა, რადგან ლარის სესხებზე პროცენტები თ/თ 0.2 პპ-ით (16.3%-მდე) შემცირდა, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე თ/თ 0.1 პპ-ით (6.1%-მდე) მოიმატა. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობამ 2020 წლის თებერვლის ბოლოსთვის 15.8 მლრდ ლარის (+10.9 5% წ/წ) ეკვივალენტი შედგინა და სესხების მთლიანი მოცულობის 51.3%-ს გაუტოლდა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ჯამურმა თანხამ 15.0 მლრდ ლარის (+24.36% წ/წ) ეკვივალენტს მიაღწია," - ნათქვამია TBC Capital-ის მიმოხილვაში.