მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2021 წელი კრიპტოვალუტებისთვის?

61ee39c6dfca2
თათია კაკიაშვილი
07.02.22 21:44
924
2021 წელი სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის განსხვავებული შედეგებით დასრულდა, თუმცა კრიპტოვალუტა შარშან ცუდ წლიურ დინამიკას ნამდვილად არ უჩიოდა: „ვიზუალ კაპიტალისტის“ ცნობით, სექტორის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 187,5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალური ფულით დაინტერესებულ ბევრ მომხმარებელს TOP-კრიპტოვალუტები ინვესტიციებზე ოთხ და ხუთნიშნა პროცენტულ ზრდას სთავაზობდა.

მთავარი მიზეზი, რის გამოც 2021 წელს კრიპტობაზარზე მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელმაც კრიპტოინდუსტრიების და მონეტების მაინინგი ბევრად დახვეწა. ეს ინფრასტრუქტურა საგრძნობლად განვითარდა და არაერთი ახალი ადამიანი ჩაერთო ე.წ. ალტკოინების შესყიდვა-მაინინგის პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა ვირტუალურ ფულზე გაიზარდა.

მოთხოვნის ზრდას კი შედეგად ბიტკოინებსა თუ სხვა კრიპტოვალუტაზე ღირებულების მატება მოჰყვა. პროცენტულად, სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე ზრდა კი 2021 წელს ასეთი იყო:

Bitcoin - 59.8%
Ethereum - 399.2%
Binance Coin - 1,268.9%
Solana - 11,177.8%
Cardano - 621.3%
XRP - 277.8%
Terra - 12,967.3%
Avalanche - 3,334.8%
Polkadot - 187.9%
Dogecoin - 3,546.0%.

2021 წელს კრიპტოვალუტის აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა - გლობალურად იმატა ვირტუალური ფულის გამოყენება-გადარიცხვებმა, რამაც თითოეული მონეტის ღირებულება გაზარდა. ეს კი, მაგალითად, Solana-ს, Avalanche-ის და Phantom-ისთვის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა საკუთარი დეცენტრალიზებული ფინანსური ეკოსისტემების და NFT ბაზრების შექმნისთვის.

რაც შეეხება Dogecoin-ს, ეკონომისტები 2022 წელს მისი ბრუნვის განსაკუთრებულ მატებას პროგნოზირებენ, რამდენადაც ილონ მასკმა დააანონსა, რომ წელს Tesla-ს სხვადასხვა პროდუქტის შეძენა სწორედ ამ მონეტით გადახდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.