მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC-ის დირექტორის მოადგილე: ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული

5d933c04ccede
სალომე მეცხვარიშვილი
01.10.19 19:00
1030
TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე ფიქრობს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული. როგორც შაგიძე აცხადებს, ამის თქმის საფუძველს  ფუნდამენტური პარამეტრები აძლევს, რომლებიც წესრიგშია. ბანკირი გაუფასურების მიზეზად ძირითადად მოლოდინებს ასახელებს.

“გვგონია, რომ ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული. Fitch-ის რეიტინგშიც ვუყურებდი მიმდინარე ანგარიშის ბალანსს, რომელიც სწორად განსაზღვრავს ზეწოლას ლართან მიმართებით და რომელიც არის გაუმჯობესებული და უფრო მეტ გაუმჯობესებასაც ვარაუდობს სარეიტინგო კომპანია”,- აცხადებს შაგიძე.

კითხვაზე, მაშინ რას უკავშირდება ლარის გაუფასურება, ბანკირი პასუხობს:

“აქ ბევრი კომპონენტი მოქმედებს. ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუყურებთ და ამის გათვალისწინებით ვამბობთ, რომ ზედმეტად არის გაუფასურებული. ამაზე მოქმედებს მოლოდინები, მათ შორის მოლოდინები საგარეო მიმართულებითაც.

როცა ვუყურებთ რეალურ ეფექტურ ან ნომინალურ გაცვლით კურსს, როცა ამ ყველაფერს ვადარებთ და ვაანალიზებთ, ვხედავთ, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებელი”,- აცხადებს შაგიძე.