მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC-ის ეკონომისტი: სიურპრიზი იყო იპოთეკის ის ტემპი, რაც გვაქვს

5dda3f052cd6f
ანი ციხისთავი
24.11.19 12:25
5393
“თიბისი ჯგუფის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” ნოემბრის მონაცემებით ბანკებში დაკრედიტების ზრდის ტემპი შეაფასა.

ნადარაიას განცხადებით, ზოგადად შეინიშნება იპოთეკური დაკრედიტების ზრდის შენელება: სექტემბერში იპოთეკის ზრდა 20% იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოქტომბრისთვის კი 15%-მდე შემცირდა.

მისივე შეფასებით, შემდეგ თვეებში იპოთეკური დაკრედიტების წლიური ზრდა კიდევ შემცირდება, რადგანაც შარშან პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა საბანკო რეგულაციების მოლოდინის გამო.

“მთლიანობაში ოქტომბრის მაჩვენებელი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით. მართალი გითხრათ, ჩემთვის წლის დასაწყისიდანაც სიურპრიზი იყო იპოთეკის ის ტემპი, რაც გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაზრდილია კონკურენცია ბანკებში და საბაზრო წილისთვის და თითოეული კლიენტისთვის მიდის ძალიან აქტიური მუშაობა”,- ამბობს ნადარაია.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხების ზრდა დაბალია, ამ მაჩვენებელსაც არ ელოდა. 

"ეს სეგმენტი წამგებიანი შეიძლება არა, მაგრამ ნულოვანი მოგების პირობებში მუშაობს, ყოველ შემთხვევაში წელს და მომავალ წელს",- ამბობს ეკონომისტი. 

რაც შეეხება ბიზნესის დაკრედიტებას, ნადარაიას განცხადებით, ეს ნაწილი ისევ მზარდია.

მისივე თქმით, განსაკუთრებით, კორპორატიული სესხების ზრდა შეინიშნება. ამის მიზეზად კი ეკონომისტი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

“ეს არის ციკლური ზრდის ტემპი 2018-ში, რადგან იცით, რომ 2015,2016 და 2017-ში ძალიან მკვეთრი ვარდნა იყო. ასევე, ეს განაპირობა საგადასახადო ფაქტორებმა, როგორიც არის მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე “ოქროს სიის” გაუქმება, რადგან კომპანიებს დამატებითი სახსრები დასჭირდათ”,- აცხადებს ოთარ ნადარაია.