10.იანვარი.2019 10:30
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

TBC-ის საქმეში ნახსენები "სამგორი M"-ის და "სამგორი თრეიდის" მეწილე პირველ კომენტარს აკეთებს

TBC-ის საქმეში ნახსენები "სამგორი M"-ის და "სამგორი თრეიდის" მეწილე პირველ კომენტარს აკეთებს
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი და tv “პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

წერეთლის თქმით, მას აინტერესებს, რატომ არ დაიბარა საგამოძიებო ორგანომ ის პროკურატურაში მაშინ, როცა თავად ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები კომპანიების - შპს „სამგორი თრეიდის“ და შპს „სამგორი M”-ის „სოლიდურ წილს ფლობს“.

„მთელი დღეა, მიზანმიმართულად არ დავწერე არაფერი ,,TBC ბანკის“ ამბავზე... ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად - პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო და დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო. რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე... თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ... ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ... ნუ,მინიმუმ ყავაზე მაინც... სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული“ - წერს წერეთელ სოცალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: თელარა გელანტია

16.ივნისი.2019 20:10
78

მინისტრი: სიტყვები, როგორიცაა ინკლუზიურობა, მცირე ბიზნესი - სადღეგრძელოებად არ უნდა დარჩეს

ვრცლად
16.ივნისი.2019 19:00
150

რა რჩევებს აძლევს გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობას

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:30
158

საშა ტერნესი: კარგი იქნება, თუ საქართველო სამრეწველო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს

ვრცლად
16.ივნისი.2019 18:09
183

“რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური”

ვრცლად
16.ივნისი.2019 17:10
196

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზაზე მიწის მართვის სააგენტოს ქმნიან

ვრცლად
16.ივნისი.2019 16:20
449

რა ეგონა და რა აღმოჩნდა - ივანე მაჭავარიანი საჯარო სექტორზე საუბრობს

ვრცლად