მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC კაპიტალი: ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის "Street-რითეილში" 12.8%-მდე გაიზარდა

61cd9cd78b3e8
ლიკა გურაბანიძე
30.12.21 23:20
504

“2020 წელს ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის Street-რითეილში წინა წელთან შედარებით 9.3%-დან 12.8%-მდე გაიზარდა,” - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

"​​თიბისი კაპიტალის" კომერციული უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის მე-3 კვარტალის მდგომარეობით, თბილისის Street-რითეილში საშუალო შეწონილი იჯარა 2019 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლები იყო.

"თიბისი კაპიტალის მოლოდინით, იჯარა და ვაკანტურობა თბილისის Street-რითეილში პანდემიამდელ დონეს 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება. Street-რითეილში იჯარა 2020 წელს 29%-ით შემცირდა. დღეს იჯარა მეტ-ნაკლებად აღდგენილია და 13%-ით ჩამოუვარდება 2019 წელს.

აქ საინტერესოა ის, რომ Street-რითეილზე გარკვეულმა ფაქტორებმა იმოქმედა და ნელ-ნელა ქუჩაში მდებარე ობიექტებმა მიმზიდველობა დაკარგა. ამის მიზეზია ტურიზმის ვარდნა, სადაც ძირითადი სავაჭრო ქუჩის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ტურისტები იყვნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებმაც ზოგიერთი ქუჩის სავაჭრო მიმზიდველობის დაკარგვას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

ვვარაუდობთ, რომ 2022-2023 წლის ბოლოსთვის იჯარა სრულად აღდგენილი იქნება. გარკვეული დრო სჭირდება, რომ ამ მხრივ მომხმარებლის ქცევა შეიცვალოს.” - განმარტა ირინა კვახაძემ.