მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Research: 18 აგვისტოს კვირაში გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 16%-ით არის გაზრდილი

5f3fcc81e614b
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 17:23
959
TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკური სესხების მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით არის გაზდილი. ამასთან, ირკვევა, რომ ახალი იპოთეკური სესხების 34% სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. 

"თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და ამჟამად წ/წ -17%-ს შეადგენს, წინა კვირის -15%-თან შედარებით.

18 აგვისტოს კვირაში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +16% შეადგინა, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 34% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია, +1 პპ წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით,"- ნათქვამია მიმოხილვაში. 

საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მაისში დაანონსა, ხოლო ახალი პროგრამით სესხების გაცემა გასული თვის განმავლობაში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.