მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Research: მაისში 91,000-მა ადამიანმა ხელფასი ვერ მიიღო

5ef5ab80dccbf
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.20 12:07
1095
2020 წლის მაისში საქართველოში 91,000-ით უფრო ნაკლებმა აიღო ხელფასი, ვიდრე 2020 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში. ხოლო, აპრილთან შედარებით კი ხელფასის მქონეთა რაოდენობა 11,700-ით არის შემცირებული. 

ამის შესახებ TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება HORECA სექტორში შეინიშნება, თუმცა რაოდნეობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. ნეგატიური ეფექტი დიდია უძრავი ქონების, გართობა/ხელოვნების, მშენებლობის, პროფესული და სხვა მომსახურებების სფეროებში.

კლება მეტწილად ხელფასის დაბალ (<1,200 ლარი) და საშუალო კატეგორიებში (1,200 - 2,400 ლარი) შეინიშნებოდა (48 და 24 ათასი ადამიანი).

გასული თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 234.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9 მილიონი ლარით ანუ 14.6%-ით შემცირდა. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული თანხის კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს კლება გაცემული ხელფასების თითქმის 200 მილიონი ლარით შემცირებაზე მეტყველებს. 

 

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ქვეყანაში 20%-ია და მას ძირითადად კონტრაქტით დასაქმებული პირები იხდიან. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსთა სამინისტროს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად, მათ ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.