31.ივლისი .2020 10:55

TBC Research: თბილისში ბინების რეგისტრაციის რაოდენობა 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება

views 330
უკან

TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან პირველად, თბილისში რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. უშუალოდ თიბისი ბანკში კი გასული კვირის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 7%-ით გაზარდა. 

"29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება და ამჟამად წ/წ -6%-ს შეადგენს, წინა კვირის -18%-თან შედარებით,"- ნათქვამია ანგარიშში. 

საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მაისში დაანონსა, ხოლო ახალი პროგრამით სესხების გაცემა გასული თვის განმავლობაში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა