„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე სესხების გადავადების გადაწყვეტილებას განმარტავს.
მისი თქმით, „თიბისი ბანკმა“ გამოჩინა კეთილი ნება და გადაწყვეტილება მიიღო. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სესხების გადავადება ეხება როგორც პროცენტს, ასევე ძირ თანხას.
„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომელსაც ვესწერებოდით სამი მსხვილი ბანკი, რეგულატორი და მთავრობა. დღეს ქვეყანაში არის ძალიან დიდი გამოწვევა კორონავირუსის სახით, ამასთან დაკავშირებით გადავდეთ ბიზნესი და ვფიქრობთ, რომ ახლა მთავარია გამოწვევას დავხვდეთ მომზადებულები. მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს მიკრო, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ-თვიანი პროლონკაცია(გადავადება/პერიოდის გაგრძელება). როგორც პროცენტზე, ანუ ძირზე ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ არგადახდას. ყველას, ვისაც სურვილი ექნება განაგრძოს გადახდები, ამის შესაძლებლობა იქნება. ეს შეეხება არა მარტო ფიზიკურ პირებს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ყველა წარმომადგენელს. ეს იქნება სამ თვიანი გადავადება და კონკრეტული ინსტრუქციები ორშაბათიდან გაიცემა თითო მსესხებელზე. პირობა ეხება ყველა ტიპის მსესხებელს, მათ შორის განვადებებს“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
კითხვაზე, ბანკი მიიღებს თუ არა ზარალს, ბუცხრიკიძე პასუხობს: „იმასთან დაკავშირებით რამხელა ზარალზე შეიძლება იყოს საუბარი, ამის დათვლა მოხდება მას შემდეგ, რაც გაანალიზდება კრიზისი, ეკონომიკა მოაგვარებს კრიზისს და დათვლა მოხდება ალბათ 3-დან 6 თვემდე პერიოდში“.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკი“ მსესხებლებს პროცენტის გადახდის 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი