მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილღვინო: ამერიკაში არის დიდი პოტენციალი, რომელიც მომდევნო წლებში იქნება ასათვისებელი

5e6cf08b8b450
ელენე გოგბერაშვილი
14.03.20 19:40
1188
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მლნ აშშ დოლარია, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთი - 7.585.000 ბოთლი (-13%), უკრაინა - 1.314.750 ბოთლი (+35%) პოლონეთი - 1.1103.84 ბოთლი (+77%), ჩინეთი - 562.664 ბოთლი(-6%) და ყაზახეთი - 274.068 ბოთლი (-21%).

თბილღვინოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ღვინის დარგის რუსეთზე დამოკიდებულება კვლავ სასურველზე მეტია, ჩინეთიც არასტაბილური პარტნიორია, შესაბამისად გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ქართველმა მეღვინეებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ბევრად უფრო სტრატეგიულად სტაბილურ ბაზრებზე ანუ იმ ბაზრებზე, სადაც რისკები ეკონომიკური თუ პოლიტიკური ნაკლებია. მისი თქმით, ეს არის დასავლეთ ევროპის ბაზრები, აშშ და ამგვარი ტიპის ქვეყნები.

„რუსეთზე დამოკიდებულება დარგის ჯერჯერობით არის კვლავ სასურველზე მეტი, 60%-ს აღემატება მთლიანი ექსპორტი რუსეთში. დარგი ცდილობს მოახდინოს დივერსიფიკაცია, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი ამოცანის ჭრილში შესაძლებელი. გრძელვადიან ჭრილში დარგი ეცდება მაქსიმალური დივერსიფიკაცია მოახდინოს და მოახდინოს იმ ბაზრებზე შესვლა, სადაც რისკები იქნება მინიმალური.

ამერიკის ბაზარი არის დიდი ბაზარი საერთოდ იმპორტირებული ღვინისთვის, ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჰქონია ამერიკის ბაზარზე, თუმცა ამერიკაში არის დიდი პოტენციალი,რომელიც იქნება მომდევნო წლებში ასათვისებელი. კომპანიებმა სახელმწიფოსთან ერთად ერთობლივად უნდა მოახდინონ ამ პოტენციალის გამოყენება“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.