„თბილღვინო“ ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში. 2022 წელს „თბილღვინოს“ 60 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნად საიუბილეო კოლექცია შეიქმნა. საიუბილეო კოლექციაში „თბილღვინოს“ ვენახებში მოწეული ყურძნისგან დამზადებული წინანდალი და საფერავი არის წარმოდგენილი.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა ვებგვერდიც, რომელშიც დაარსებიდან დღემდე კომპანიის ისტორია და მიღწევები აისახა.
საიუბილეო ღვინოებზე დატანილია QR კოდი, რომლითაც მომხმარებელი ამ ვებგვერდზე გადავა და კომპანიის განვლილ გზას, გამოცდილებასა და საინტერესო ფაქტებს გაეცნობა.
„თბილღვინოს“ საიუბილეო წინანდალი ერთ-ერთი უძველესი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სასმელი მომწვანო-ჩალისფერია, რომელსაც ნედლი თხილისა და თეთრი ატმის ტონებთან ერთად, ციტრუსების სურნელი ერთვის.
საიუბილეოდ შექმნილი საფერავის კოლექცია კი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. საქმე ის არის, რომ 2018 წლის მოსავლისგან შექმნილი ჩემპიონი საფერავი ლონდონში საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა.
“60-წლიანი გზა გამოწვევებით სავსე, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული მარაგის ღვინო (2002) შევქმენით, განვაახლეთ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია (2010), დავიწყეთ ამბერ ღვინოების წარმოება (2019) და რეალიზაციაში ქართული ბრენდი (2020) ჩავუშვით.
ჩვენთვის International Wine & Spirits Competition, London-ზე 2006 წელს მიღებული პირველი საერთაშორისო ჯილდო - ვერცხლის მედალი იყო.
2012 წელს „თბილღვინოს“ ყვარელში ახალი საწარმო შეემატა და სწორედ აქედან დაიწყო კომპანიამ საკუთარი ვენახების გაშენება, წარმოების სრული ჯაჭვის შეკვრა, რაც მაღალი ხარისხის ღვინის გარანტია.
რა თქმა უნდა, ღვინის ინდუსტრიას ჰქონდა რყევები. მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა, ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი უკრაინაში მიმდინარე ომმა არაერთი სირთულის წინაშე დაგვაყენა. „თბილღვინოს“ გადაწყვეტილებით აპრილიდან კომპანიამ რუსეთში გადატვირთვები შეაჩერა. ამის საპირწონედ კი, მაქსიმალური რესურსი სტრატეგიულ ბაზრებზე განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში ჩავდეთ. ამის შედეგია ისიც, რომ 2022 წელს 30 საექსპორტო ქვეყანას უნგრეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ახალი ზელანდია დაემატა“, - ასე მიმოიხილავს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი „თბილღვინოს“ განვითარების გზას.
კომპანიის წარმატების შეფასება საერთაშორისო კონკურსების მეშვეობით ხდება. მისი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველწლიურად, მიუკერძოებელ, მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო, ლონდონში გამართულ კონკურსებში მონაწილეობის მიღებაა. ამ კონკურსებზე (Decanter, IWC, IWSC) წარმოდგენილ ღვინოებს მთელი მსოფლიოს სახელგანთქმული ექსპერტები და სომელიეები აფასებენ.
2022 წელს მიღებული 49 ჯილდოთი „თბილღვინო“ უკვე მესამედ გახდა ყველაზე ტიტულიანი ქართული კომპანია მიღწევების ჯამური რაოდენობით.
„თუმცა ყველაზე წარმატებული, არამხოლოდ „თბილღვინოსთვის“, არამედ საქართველოსთვის, მაინც 2020 წელი იყო, როცა ჩვენმა საფერავმა International Wine Competition, London-ზე საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიო წითელ ღვინოებს შორის, ჩემპიონი ღვინის ტიტული მოიპოვა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ნიმუშები საერთაშორისო დონის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა დააგემოვნეს. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი იყო. სულ ახლახან კი სასიამოვნო ცნობა მივიღეთ, რომ „თბილღვინოს“ განსაკუთრებული მარაგის საფერავმა და მუკუზანმა ოქროს ჯილდო მიიღო.
გვჯერა, რომ თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა სტაბილურ ხარისხს განაპირობებს და ქმნის სანდოობას“, - აღნიშნავს ზურაბ მარგველაშვილი.
მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად „თბილღვინოში“ დიდ მნიშვნელობას სიახლეების შეცნობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ მუდმივი განვითარებით შთაგონებულები 60 წლიანი ოპერირების შემდეგ, სპირტიანი სასმელების პორტფელს ახალ პროდუქტს - ბრენდს VS-ს ამატებენ, რომლის შექმნისას, მაღალი ხარისხის საბრენდე სპირტები ფრანგული მუხის კასრში 6 წლის განმავლობაში ვარგდებოდა.
ბრენდის წარდგენასთან ერთად „თბილღვინო“ წარმოებაში არსებული ტრადიციების ერთგული რჩება და სტრატეგიულ მიზნად ვენახების გაშენებასა და მათ განვითარებას ისახავს.
„ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულ უიშვიათეს ენდემურ ჯიშებს ვუთმობთ. 2022 წელს ქვევრის მცვივანი შევქმენით, ხოლო 2023 წელს ისეთი საინტერესო ღვინოების წარმოებას ვაპირებთ, როგორიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი.
გარდა ამისა, ყვარლის საწარმოს ტერიტორიაზე საქვევრე-სადეგუსტაციო სივრცის პროექტირება დავასრულეთ, რომელიც უნიკალური არქიტექტურის მაგალითი იქნება. აქ განთავსებულ ქვევრებში სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო დამზადდება. იმავე შენობაში სტუმრების მისაღებ სივრცეში შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია, სასიამოვნო დროის გატარება და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“, - ამბობს „თბილღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი 60-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის განვითარების გეგმაზე საუბრისას.
®
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი