მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილღვინოს" დამფუძნებელი - "მთავრობა ისედაც რთულ ვითარებაშია"

5e7db888bf487
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.20 22:25
2130
მთავრობა ისედაც რთულ ვითარებაშია, - ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ რთულ მდგომარეობაში ღვინის სექტორში მოქმედი კომპანიების ხელშეწყობას შეეხებოდა.

როგორც ზურაბ მარგველაშვილმა განმარტა, ამ ეტაპზე კომპანიებმა თავად უნდა შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება, ხოლო თუ მდგომარეობა გაუარესდება, მაშინ უკვე საჭირო გახდება ხელისუფლების მხარდაჭერა.

„მთავრობა ისედაც რთულ ვითარებაშია, დახმარება ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და ალბათ ამის დროც მოვა - თუ დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი მწვავე იქნება დარგისთვის მთავრობასთან დიალოგის რეჟიმში ვიმუშავებთ.

ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დახმარების თხოვნა არ გვქონია. ჩვენ ვიმსჯელეთ რა მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი კერძო სექტორი უნდა ზრუნავდეს საქართველოს მოქალაქეებზე, იგივე ჩვენს თანამშრომლებზე, რომ მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, იმისთვის რომ საწარმოო პროცესები კომპანიებში არ შეჩერდეს, იმისთვის რომ ეკონომიკური ვარდნა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. საკმაოდ დროული და სწორია ეს აქცენტები და კერძო სექტორმა უნდა მოახდინოს თავის კონტრიბუცია ამ საქმეში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.