მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - სად რამდენი კოვიდ-შემთხვევა გამოვლინდა?

607a864c39935
თამთა ჯიჯავაძე
17.04.21 10:52
776
დღეს ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოვლენილი შემთხვევებიდან:

თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა,
აჭარა - 126,
იმერეთი - 61,
ქვემო ქართლი - 51,
შიდა ქართლი - 55,
გურია - 46,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123,
კახეთი - 39,
მცხეთა-მთიანეთი - 29,
სამცხე-ჯავახეთი - 9,
რაჭა-ლეჩხუმი,
ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 494 პირი, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 417 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137.