მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-ბათუმის მატარებელი 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ დაიძრა

5e53f4365eba9
თამთა ჯიჯავაძე
24.02.20 19:58
3505
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ დაიძრა. აღნიშნულის შესახებ bm.ge-ის საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი კორონავირუსზე მგზავრების ეჭვი გახდა. კერძოდ, მატარებლის მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ 2 მგზავრს, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან, აღენიშნებოდათ ვირუსის სიმპტომები, რის გამოც მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თავად კი, მატარებელი დატოვეს.

რაც შეეხება, ჩინეთის 2 მოქალაქეს, ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.