18.სექტემბერი .2019 16:40

თბილისი-ბათუმის მატარებელში ტურიზმის ჰაკათონი გაიმართება

views 263
უკან

2018 წლის 27-29 სექტემბერს თბილისი ბათუმის მატარებლის ბორტზე ტურიზმის ჰაკათონი დაწყება.

Startup Express - ინოვაციური სამდღიანი ბანაკი (bootcamp) აჭარაში, ჩაქვში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემებზე იმსჯელებენ და მათი გადაჭრის კრეატიულ გზებს წარმოადგენენ. 3 დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ იდეებზე, ბიზნეს მოდელებსა და პროტოტიპებზე ტურიზმის ექსპერტებთან და ამ დარგის გამოცდილ მეწარმეებთან ერთად.

განცხადებების მიღება უკვე დაიწყო! იხილეთ ბმული:  https://forms.gle/ysMkBXMye5kRmRyr5

ბანაკის სამუშაო ენაა ინგლისური.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 23 სექტემბერი (23:59).

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის, როგორც ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირებაზე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი კი ემსახურება ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მეწარმეების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ბიზნეს საქმიანობაში.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ.

ტრანსპორტირება თბილისიდან ჩაქვამდე და უკან, საკვები და განთავსება სასტუმროში უზრუნველყოფილია ორგანიზატორების მიერ.