მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ცენტრალი" 100%-ით დატვირთულია - როგორია მისი მოგება?

5e4d7117a085d
თამთა ჯიჯავაძე
20.02.20 00:10
7223
სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალი” დღეს 100%-ით დატვირთულია და 1,200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ამის შესახებ Forbes Georgia წერს.

როგორც კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, "თბილისი ცენტრალმა" 12 მლნ ლარზე მეტი საჯარო შემოსავალი მიიღო და მისი წმინდა მოგება 6 მილიონ ლარამდე იყო.

“თბილისი ცენტრალის” პროექტში 2007-2010 წლებში დაახლოებით 30 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია GRDC Holding BV, რომლის 50%-ს ფლობენ ფრანგი, გერმანელი და ჰოლანდიელი ინვესტორები, მათ შორის, ბობ მეიერი, ხოლო 50%-ს - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სხვა ქართველი ბიზნესმენები.

“გამოწვევა ძალიან დიდი და რთული იყო”, - განაცხადა GRDC-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა Forbes-თან ინტერვიუში. “თბილისი ცენტრალის” 2007 წელს დაწყებულმა მშენებლობამ 2008-2009 წლების კრიზისი გამოიარა და 2010 წელს მაინც გაიხსნა:

“მუშაობა ფორსმაჟორში მოგვიწია. მოიჯარეებთან კონტრაქტების 70% გაუქმდა. ბიზნესებმა ვეღარ შეძლეს ბიზნესის გაფართოება. შეიქმნა პრობლემები კონტრაქტორებთან, დამფინანსებლებთან. სიტუაციიდან გამოსვლას მთლიანად მთელი გუნდის, პარტნიორებისა და დამფუძნებლების უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა”, - აღნიშნა ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს “თბილისი ცენტრალი” ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესპარამეტრების მქონე კომპანიაა.