10.მარტი .2021 13:01

“ვოლვო ქარსის“ გაყიდვების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა

“ვოლვო ქარსის“ გაყიდვების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა
views 587
უკან

თებერვალში „ვოლვო ქარსის“ მსოფლიო გაყიდვების მაჩვენებელი კვლავ მაღალი იყო, რის შედეგადაც კომპანიამ წლის პირველ ორ თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 29.1%-იანი ზრდა აჩვენა.

ამ პერიოდის განმავლობაში მთლიანმა გაყიდვებმა 110,383 ავტომობილი შეადგინა - აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. თებერვლისთვის, „ვოლვო ქარს“-მა სულ 50,795 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 27,8%-ით მეტია და კომპანიის ყველა დროის გაყიდვების თებერვლის საუკეთესო მაჩვენებელია.

მისი დამუხტვადი მოდელების სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების მქონე Recharge საავტომობილო ხაზის პოპულარობა მომხმარებლებში იზრდებოდა და თებერვალში მთელ მსოფლიოში გაყიდული "ვოლვოს" ავტომობილების 26,6%-ს მიაღწია. ევროპაში Recharge ავტომობილები მთლიანი გაყიდვების მოცულობის 44%-ს წარმოადგენდა.

რეგიონალური გაყიდვების დეტალური ჩაშლა მოცემულია ქვემოთ:



თებერვალში, XC40 იყო ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომლის გაყიდვებმა 15,818 ავტომობილი შეადგინა (2020: 10,266), მას მოჰყვებოდა XC60 მთლიანად 14,463 გაყიდული ავტომობილით (9,774 ერთეული) და Volvo XC90 6,808 ავტომობილით (4,852 ერთეული).
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა