მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი და დანარჩენი საქართველო - რეგიონული ეკონომიკის მიმოხილვა

5e073b847417f
ირაკლი მაკალათია
28.12.19 20:00
2709

საქართველოს რეგიონული განვითარების კუთხით ლიდერი თბილისია, რომელიც მკვეთრად აღემატება დანარჩენ რეგიონებს, რაც გასაკვირი სულაც არაა, თუმცა ასეთი რადიკალური სხვაობა მაინც არ არის მისაღები. ინვესტორებისა და ახალი ბიზნეს სუბიექტებისათვის პირველი ეკონომიკური ინტერესი სწორედ თბილისიდან იწყება, მისი დიდი ბაზრისა და სტატუსიდან გამომდინარე. რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის ასეთ დიფერენციაციას, ის გამოწვეულია მარტივი ეკონომიკური მიზეზით, თბილისის ეკონომიკაში მეტია კერძო სექტორის წილი, აქ კერძო სექტორმა უფრო მეტი ეკონომიკური აქტივი აითვისა, ვიდრე სხვა რეგიონში, შესაბამისად, მეტი ბიზნესი და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობაა.

2018 წლის დაზუსტებული მონაცემებით, რეგიონების მიხედვით გვაქვს შემდეგი სურათი:

მთლიანი შიდა პროდუქტი

მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი სწორედ თბილისზე მოდის, მეორე ადგილზე მყოფ იმერეთზე მხოლოდ - 9,3% და მესამე ადგილზე მყოფ აჭარის ა/რ-ზე - 9,0%. განსხვავება ძალზედ დიდია; ეს იმას ნიშნავს რომ ეკონომიკური განვითარებით თბილისი მკვეთრად აღემატება დანარჩენ რეგიონებს, შესაბამისად არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ სამუშაო ძალის მიგრაცია თბილისში მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ რეგიონებსაც აქვთ დიდი ეკონომიკური პოტენციალი, მათი რეგიონული სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ხერხდება ამ პოტენციალის ეფექტიანად ათვისება, რაც გამოიწვევდა მეტ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, წარმოების ზრდას, ახალი ბიზნეს სუბიექტების გაჩენას და დასაქმების დონის ზრდას. რეგიონული განვითარებისათვის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა სუბსიდირებებით რეგიონების გასააქტიურებლად, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიძინებული უზარმაზარი ეკონომიკური აქტივების გამოტანით კერძო სექტორში და თითოეული რეგიონის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით.

საწარმოთა ბრუნვის მოცულობა

მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული გადანაწილების ფონზე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ საწარმოთა ბრუნვის 73,8% თბილისზე მოდის. მეორე და მესამე ადგილებს აჭარისარ (6,6%) და იმერეთი (4.6%) ინაწილებენ. დაბალი ეკონომიკური აქტივობა, მცირე ბაზარი, მომხმარებელთა დაბალი მყიდველუნარიანობა განაპირობებს იმ სურათს რაც ბიზნესის კუთხით რეგიონებში ვხედევთ.  მრეწველობაში საქონლისა და მომსახურების ყიდვების მოცულობის წილმა თბილისში 48% შეადგინა, ესეც დასტურია იმის, რომ თბილისის ბაზარი მკვეთრად აღემატება დანარჩენ რეგიონებს.

ინვესტიციები

საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი კვლავაც თბილისია, მეორე ადგილზეა აჭარის ა/რ. 2019 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების  64,1% თბილისზე მოდის, ხოლო აჭარაზე - 12,6%. თბილისში ჭარბი ინვესტიციების სტატისტიკას ხელს ისიც უწყობს, რომ ნაწილი კომპანიების სათაო ოფისები თბილისშია დარეგისტრირებული და შესაბამისად, ინვესტიციები თბილისში აღირიცხება, თუმცა საერთო სურათზე დიდ გავლენას მაინც ვერ ახდენს. დანარჩენი რეგიონები მათი დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან და გაჩერებული ეკონომიკური აქტივებიდან გამომდინარე ინვესტიციების მიზერულ მოცულობას იზიდავენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის მშენებლობის მთლიანი ბრუნვის 72,2% თბილისზე მოდის, მხოლოდ 12,3% აჭარის ა/რ-ზე.

მთლიანი ფულადი და არაფულადი შემოსავლები

მთლიანი ფულადი და არაფულადი შემოსავლები განვითარებული რეგიონების მიხედვითაა გადანაწილებული, იქ სადაც ყველაზე მეტადაა ეკონომიკა განვითარებული შემოსავლების დონეც მეტია, თუმცა შემოსავლებს შორის დიფერენციაცია მაღალი არ არის, რისი მიზეზიც მთლიანად ქვეყანაში არსებული დაბალი ეკონომიკური განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ რეგიონებში უფრო მეტადაა ეკონომიკა განვითარებული, ეს მხოლოდ შედარებითია და საერთო სურათზე ჩანს, რომ საქართველოს აღნიშნული ეკონომიკური განვითარება ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობას.

უმუშევრობის დონე

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებით თბილისი ლიდერობს სხვა რეგიონებთან შედარებით, უმუშევრობის დონე აქ ყველაზე მაღალია (18,8%). რაც ერთი შეხედვით შეუსაბამოდ ჩანს, თუმცა მიზეზი მარტივია. იმ რეგიონებში, სადაც მეტად სჭარბობს სოფლის ტიპის დასახლებები, იქ დასაქმებულ ადამიანებს მეტ წილად თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილი შინამეურნეობებში დამხმარეებს მიეკუთვნებიან, ამ ადამიანთა ნაწილს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ ფულადი შემოსავლები, მაგრამ ფორმალურად მაინც დასაქმებულად ითვლებოდნენ. აქედან გამომდინარე, რეგიონებში დაბალია უმუშევრობის დონე, რაც სტატისტიკური აღრიცხვიდან გამომდინარეობს და არა ეკონომიკური კეთილდღეობიდან. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ უმუშევრობის დონე სოფელში უფრო მაღალია ვიდრე ქალაქში, სამაგიეროდ სოფლად სიღარიბის დონე უფრო მაღალია ვიდრე ქალაქში. ამასთან, ეკონომიკური აქტიურობის დონე რეგიონებში უფრო დაბალია ვიდრე თბილისში. როცა საუბარია უმუშევრობაზე როგორც ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემაზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ დასაქმებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში დაბალ ანაზღაურებად სამსახურს წარმოადგენს, არამედ შემოსავლების დონეზე, ქვეყანაში მთავარი პრობლემა დღეს შემოსავლების დაბალი დონე და სიღარიბეა. <შენიშვნა: იმერეთში უმუშევრობის დონე, იმერეთთან ერთად აერთიანებს რაჭა-ლეჩხუმსადაქვემოსვანეთს>.

ინფლაციის მაჩვენებლები

ინფლაციის მაჩვენებლები წარმოდგენილი გვაქვს ქალაქების მიხედვით, რაც ზოგად სურათს გვიქმნის რეგიონში არსებულ ფასების დონეებზე. აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე, ყველაზე მეტად ცხოვრება თელავში გაძვირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად ქუთაისში, რაც შეეხება თბილისს, ის ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის ტენდენციას მიჰყვება.

 

განხილული მაჩვენებლების საფუძველზე, ნათლად ვხედავთ, რომ ეკონომიკური განვითარებით თბილისი ბევრად უსწრებს დანარჩენ რეგიონებს, ხოლო შემდეგ მოდიან აჭარის ა/რ და იმერეთი, რაც ძირითადად მათი ცენტრალური ქალაქების დამსახურებაა. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და გურია კი, თითქმის ყველა ეკონომიკური პარამეტრით, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

კონომიკური მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით, 2018 წელი