მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი ენერჯის“ გაზზე ტარიფის ზრდის მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა - ენერგოომბუდსმენი

60af6c03ecbca
ინგა მურუსიძე
27.05.21 22:20
578
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ „თბილისი ენერჯის“ ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდის მოთხოვნის საფუძველი ჰქონდა. როგორც ვარდიაშვილმა განმარტა, კომპანიის 2019 წლიდან დაგროვილი ზარალი ვეღარ უძლებდა შესაბამის ხარჯიანობას, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ „თბილისი ენერჯი“ სატარიფო ზრდის მოთხოვნის საკითხს დააყენებდა.

მისი განმარტებით, უკვე შემოწმებულია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალედ წარიმართა.

„ცვლილება შეეხო შესყიდვის ნაწილს და შემდგომ განაწილებას, რაც მომხმარებლებზე პირდაპირ აისახება და ეს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. წარმოდგენილი იყო ზუსტი ციფრები და ზუსტი გაანგარიშება, რასაც ვერ გავექცეოდით. ზარალი დღითი დღე იზრდებოდა, რაც უარყოფითად ისახებოდა მომხმარებლებზე, მარეგულირებელ კომისიას მოუწევდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც დაკავშირებულია კორექტირებასთან, ზრდასთან.

2019 წლიდან კომპანიისთვის ზარალი დაახლოებით 23 მლნ ლარი იყო და საგულისხმოა, რომ ის შესასყიდ პროდუქტში ფასს იხდიდა იმ კურსში, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს, ამიტომაც დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ტარიფის კორექტირება იმ კურსით, რომელიც დღეს არის საფუძვლიანია და ამ მხრივ ვერცერთ შუამდგომლობას ვერ დავაყენებდით. თუმცა საგულისხმოა, რომ ნებისმიერი ცვლილება ტარიფის ცვლილების შესახებ, უარყოფითად აისახება მომხმარებელზე და ალბათ სოციალურ დახმარებაზე მსჯელობა ამ მხრივ აუცილებელი იქნება ტემპერატურის ვარდნასთან ერთად“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ: სემეკ-მა „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნის საფუძველზე ტარიფები თითქმის 8 თეთრით გაზარდა.