მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯის" პირველი განმარტება გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შესახებ

5daaa61d9b504
დავით ჯალაღონია
19.10.19 09:56
1389
"თბილისი ენერჯი", რომელიც თბილისის მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, გურამიშვილის გამზირზე კორპუსში მომხარი აფეთქება რამ გამოიწვია. ჟურნალისტებს პირველადი ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა მიაწოდა.

"საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამ კონკრეტული მისამართიდან "თბილისი ენერჯის" ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა არცერთი შეტყობინება გაჟონვის, გაზის შესაძლო კონცენტრაციის, ან სუნის შესახებ, შესაბამისად, იმის თქმა, რა მოხდა რეალურად, არასერიოზული იქნება, ვიდრე ძიება არ დასრულდება. თუმცა გეტყვით იმას, რომ სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ირთვება გამათბობლები, რა თქმა უნდა მატულობს ასეთი შემთხვევების რისკი ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, "თბილისი ენერჯის" შემოწმების ჯგუფს კონკრეტულ მისამართებზე შესვლის საშუალება არ ეძლევა, რომ შეამოწმოს, სწორია, თუ არა ქსელის მონტაჟი, რომელიც ადგილზე განხორციელდა", – განაცხადა მიქიაშვილმა.

ამასთან, მან საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი გაზის ქსელისა და გაზდანადგარების მონტაჟთან დაკავშირებით თავად მოსახლეობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პასუხისმგებელია მის საცხოვრებელში დამონტაჟებული ქსელის გამართულობაზე, აქედან გამომდინარე, მას შემდეგ რაც "თბილისის ენერჯიმ" უსაფრთხოების კამპანია დაიწყო, ჩვენ ვაქვეყნებთ სტატისტიკას, როგორ ხდება არასწორად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟი.

მოქალაქე, იმ შემთხვევაში, როდესაც თავად, კუსტარულად, "თბილისი ენერჯის" შემოწმების გარეშე ახდენს ნეისმიერი გაზდანაგდგარის დამონტაჟებას, ის არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ მის საცხოვრებელ ფართში მომხდარ ზიანზე, არამედ მეზობლებსაც უქმნის საშიშროებას.

უმორჩილესად გთხოვთ, შეამოწმეთ საკუთარი გაზდანადგარები. "თბილისი ენერჯის" ჯგუფი ყველა ადგილზე, სადაც არის გამოძახება, დროულად მიდის. ეს სერვისი უფასოა", – აღნიშნა ნათია მიქიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.