მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი European Best Destinations-ის 2020 წლის კანდიდატია-როგორ დავუჭიროთ მხარი დედაქალაქს

5e1ee8113b87a
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.20 14:20
2696

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში (European Best Destinations 2020) მონაწილეობს.  თბილისის კონკურენტი ქალაქები არიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.

კონკურსში გასამარჯვებლად დედაქალაქს მხარდაჭერა სჭირდება, ხმის მიცემა კი, ონლაინ, სპეციალური ლინკის საშუალებით არის შესაძლებელი: www.vote.ebdest.in

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემა დღეს დაიწყო და 5 თებერვალს 14:59 საათზე დასრულდება. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შესაძლებელია 7 დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან.

როგორც European Best Destinations-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში იყვნენ ბუდაპეშტი, ლისაბონი, ვენა, კოპენჰაგენი, პორტო დაა.შ.