მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, იმერეთი, აჭარა - სად არის კოვიდ-ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები?

60cd9884830b4
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 11:06
1051
საქართველოში, ბოლო 24 საათში  ვირუსით ინფიცირების 769 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც: 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 659 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 57, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ასევე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

აღსანიშნავია, რომ სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 861 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 651, პირი, აჭარაში - 1 189, იმერეთში - 1 097.