მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ვებგვერდ bm.ge-ის წაკითხვების რაოდენობა წლიურად 101.7%-ით გაიზარდა

5f58d6c29eecd
BM.GE
09.09.20 17:22
940
Google Analytics- ის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოს განმავლობაში ვებგვერდ bm.ge-ზე ჯამში 2,140,568 ნახვა/წაკითხვა (Pageview) განხორციელდა, რაც 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 101.7%-ით მეტია.

ანალიტიკური სისტემის თანახმად, გასული თვის განმავლობაში bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია, მკითხველთა 87.93% - საქართველოდან; 5.28% - აშშ-დან; 0.83% - იტალიიდან; 0.80% კი გერმანიიდან სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს.

რაც შეეხება მკითხველთა განაწილებას მობილური/პერსონალური კომპიუტერის ჭრილში, Google Analytics-ის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ვიზიტების 59% ანდროიდის, 24% IOS-ის და 15% კი Windows-ის ოპერაციული სისტემით განხორციელდა.

ჩვენს Facebook გვერდზე, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით "მომწონებლების" რაოდენობა 124,181-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში Facebook გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. BMG Facebook-ში ყოველთვიურად საშუალოდ 1,200,000 დან 1,500,000 უნიკალურ ჩვენებას აგენერირებს.1,100,000 დან 1,300,000 მდე რეაქცია ხორციელდება პოსტებზე (მოწონება, კომენტარი, გაზიარება, კლიკი), ასევე განთავსებულ ვიდეობს სოც. მედიაში ყოველთვიურად საშუალოდ 1,300,000 დან 1,450,000 მდე რეალური ნახვა აქვს.