მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, კახეთი და იმერეთი - სად დაინფიცირდა ყველაზე მეტი ადამიანი?

614ecb1d2e9cb
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 11:10
1705
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 278, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 119, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 153, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

აღსანიშნავია, რომ დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კახეთში კოვიდ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი რთველია. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 711, აჭარაში - 494, იმერეთში - 948.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 408, აჭარაში - 125, იმერეთში - 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 34, იმერეთში - 32.

906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 - თბილისში, 260 - აჭარაში.

17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 166 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.