მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი მედიკი“ ფართოვდება - აჭარაში ახალი ფილიალი „ბათუმი მედიკი“ ამოქმედდა

616fde0b201f9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 13:42
2104
კომპანია „თბილისი მედიკი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 11 წელია, რაც სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციითა დაკავებული, გაფართოვდა და პირველი ფილიალი დასავლეთ საქართველოში კერძოდ კი ბათუმში გახსნა. 19 ოქტომბრიდან „ბათუმი მედიკი“, რომლის შოურუმი ბაგრატიონის 196 თ ნომერში მდებარეობს, კლინიკებსა და დაინტერესებულ პირებს პაციენტის მოვლისთვის საჭირო ყველა სამედიცინო პროდუქტს შესთავაზებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მსოფლიოში ისეთი ცნობილი კომპანიების სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორია, როგორიცაა Johnson&Johnson medical, Nidec, Baucsh, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed და სხვა, თუმცა „ბათუმი მედიკის“ მომხმარებელს არამხოლოდ სამედიცინო პროდუქტის შეძენა, არამედ საინჟინრო მომსახურების მიღებაც შეეძლებათ. ამ მომსახურებებთან ერთად „ბათუმი მედიკი“ ონლაინ შეკვეთის და ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს, რათა აჭარის მასშტაბით წარმოდგენილი ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურება და პაციენტზე ზრუნვა მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს და თავისი მისია „გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ გაამართლოს.



სამედიცინო პროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან დეტალურად „თბილისი მედიკის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერმა ლევან ხომერიკმა ისაუბრა.

- მოგვიყევით "თბილისი მედიკის" შესახებ... როგორ დაიწყო კომპანიამ ოპერირება და დღეს განვითარების რა ეტაპზე ხართ?

კომპანია „თბილისი მედიკი“ 11 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სამედიცინო პროდუქტების იმპორტსა და რეალიზებას ახორციელებს. ამასთან ერთად, ჩვენს მომხმარებელს ასე სამედიცინო აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას ვთავაზობთ.

კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში". ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.

„თბილისი მედიკს“ 500-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი ჰყავს და გარდა სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობისა, კომპანია ასევე საცალო ვაჭრობის მიმართულებით თბილისში წარმოდგენილი ორი მაღაზიით, ხოლო ბათუმში უკვე დღეიდან ერთი მაღაზიით ოპერირებს.

- საინტერესოა, რა მიმართულებით აპირებთ ბიზნესსაქმიანობის განვითარებასა და გაფართოებას?

კომპანიის სამომავლო გეგმები განვითარებასთან მიმართებაში საკმაოდ ფართო და დივერსიფიცირებულია. დღესდღეობით, კომპანია რეგიონალური განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რაც საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში, „თბილისი მედიკის“ შვილობილი კომპანიების შექმნას და განვითარებას გულისხმობს, რომლებიც რეგიონის ჭრილში „თბილისი მედიკის“ იდენტურ საქმიანობას განახორციელებენ. ასევე, აღსანიშნია „თბილისი მედიკის“ განახლებული ვებგვერდი, რომელშიც ვაჭრობის ფუნქციონალი იქნება ინტეგრირებული, რაც საშუალებას მისცემს კომპანიის საცალო და საბითუმო მომხარებელს ჩვენი ვებგვერდის საშუალებით „თბილისი მედიკის“ პროდუქცია შეიძინონ და ადგილზე მიტანის სერვისით ისარგებლონ.

- რატომ გადაწყვიტეთ რეგიონების მიმართულებით ბიზნესის გაფართოება და რატომ შეირჩა პირველ ლოკაციად ბათუმი?

ვფიქრობთ, საქართველოში სამედიცინო სექტორში, და არამხოლოდ, საქართველოს მასშტაბით, განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ პრიორიტეტად რეგიონალური განვითარება.

რაც შეეხება ბათუმს, სამედიცინო სექტორში ბათუმი და ზოგადად აჭარის რეგიონი, მთლიანი ბაზრის საკმაოდ დიდ წილს მოიცავს. სწორედ ეს გახდა პირველი ფილიალის ბათუმში გახსნის მიზეზი.

- კომპანია ქართულ ბაზარზე „თბილისი მედიკის“ სახელით ოპერირებს, ბათუმში ახალი ფილიალი კი „ბათუმი მედიკის“ სახელით იწყებს ოპერირებას. რატომ გადაწყვიტეთ რეგიონალურ ბაზარზე ახალი (შვილობილი) ბრენდით შესვლა?

საქართველოში რეგიონების მიხედვით ბაზრის სპეციფიკა საკმაოდ განსხვავებულია, როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სექტორებში. შესაბამისად, თითოეულ რეგიონს ინდივიდუალური მიდგომა და რეგიონზე მორგებული განვითარების სტრატეგია სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბათუმის და აჭარის რეგიონის ბაზრისთვის „თბილისი მედიკის“ შვილობილი ბრენდის „ბათუმი მედიკი“ შექმნა, რომელიც სრულად ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული.

ბუნებრივია, „თბილისი მედიკი“ უზიარებს და მომავალშიც გაუზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას „ბათუმი მედიკს“ და მისი მუდმივი მხარდამჭერი იქნება.

- რამდენ ადამიანს ასაქმებს უკვე დღეს ახალი ფილიალი და იგეგმება თუ არა სამუშაო ადგილების ზრდა?

ამ ეტაპზე, „ბათუმი მედიკში“ 6 ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, ეს რიცხვი 10-მდე გაიზრდება.

- თქვენს სფეროში არსებულ ბიზნესგარემოზეც უნდა გკითხოთ - რამდენად კონკურენტული გარემოა საქართველოში დღეს ამ მიმართულებით და როგორ პოზიციონირებს კომპანია ამ პირობებში?

ქართულ სამედიცინო ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა, რაც ჩვენთვის საკმაოდ სასიხარულო და მისასალმებელია. ძლიერი კონკურენციის დახმარებით, „თბილისი მედიკი“ მუდმივად ვითარდება და პროგრესირებს. თავად კომპანიაში კი მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ მომხმარებლებზე ორიენტირებულები - შევთავაზოთ მათ საუკეთესო მომსახურება, ხარისხიანი პროდუქცია და შესაბამისი ფასები.

ასევე, ჩემი აზრით, წლების განმავლობაში „თბილისი მედიკის“ წარმატების უმთავრესი მიზეზი ის ადამიანები და გამორჩეული კორპორატიული გარემოა, რომლისგანაც ჩვენი კომპანია შედგება.

- როგორია კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმები? უნდა ველოდოთ თუ არა ბათუმის შემდეგ სხვა ქალაქებშიც თქვენს ახალ ფილიალებს?

წლის ბოლომდე დაგეგმილია რეგიონალური ფილიალის გახსნა ქუთაისში - „ქუთაისი მედიკი“.
ასევე, ჩვენს მომხმარებელს ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს ვპირდებით, თუმცა ამას მოგვიანებით გაგიზიარებთ.
(R)