მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი: მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ქალაქი - National Geographic-ი

5d81f6c9e958e
მიხეილ ხაჩიძე
18.09.19 13:15
1991

"თბილისი: მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ქალაქი" - სტატიას ამ სათაურით  გავლენიანი გამოცემა National Geographic-ი აქვეყნებს, რომლის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.


როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ რამდენიმე ქალაქია ისე სასიამოვნოდ ქაოტური, როგორც შავი ზღვის ქვეყნის დედაქალაქი თბილისი.



სტატიაში ნათქვამია, რომ აბრეშუმის გზის დედაქალაქი 1,1 მილიონიანი მაცხოვრებლით, მრავალფეროვანი და დინამიკურია. ჟურნალისტის თქმით, ძველი ქალაქი - ე.წ. კალა - თავისი ტრადიციული პასტელური სახლებითა და ხის აივნებით, სოლოლაკის თანამედროვე უბანს უკავშირდება, სადაც  თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. 



"შეგიძლიათ დღე გაატაროთ მუზეუმებსა და თეატრებში, რომლებიც შთამბეჭდავ ნეო – კლასიკურ არქიტექტურაში, რუსთაველის გამზირის გასწვრივ არის განლაგებული ან გაატაროთ ღამეები დილამდე ცეკვაში ღამის კლუბებში, როგორიც არის "ბასიანი", რომელიც ისტორიული ფეხბურთის სტადიონის ქვემოთ მდებარეობს’’, - ნათქვამია სტატიაში.


როგორც ავტორი წერს, თბილისი საკმაოდ პატარაა, მისი დათვალიერება შაბათ-კვირასაც კი შეიძლება, თუმცა ქალაქის არქიტექტურული ეკლექტიზმი, აყვავებული რესტორნები, ბარები და მდიდარი კულტურული შეთავაზებები ქალაქში დიდხანს დარჩენის სურვილს აჩენს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში თბილისმა ერთგვარი ბოჰემური რენესანსი განიცადა.



ჟურნალისტი თბილისში მდებარე საერთშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოსა და კერძებს.


National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და და მის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ 4 სტატია გამოქვეყნდება.


ცნობისათვის, National Geographic-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით,  10 მილიონი მკითხველი ჰყავს.