30.აპრილი .2020 21:00

Tbilisi Open air გადაიდო – რას სთავაზობენ მათ, რომელთაც შეძენილი აქვთ აბონემენტი

views 298
უკან

მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open air”ის ჩატარების სავარაუდო თარიღად სექტემბრის მეორე ნახევარია დასახელებული. ზუსტი თარიღის გამოცხადება 25 ივნისამდე იგეგმება.

ფესტივალის გადადების შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნეს:

“შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება. ახალი თარიღების შესახებ არაუგვიანეს 25 ივნისისა ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ. ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Tbilisi Open Air 2020-ის ფეისბუქ-ივენთზე თარიღებს ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შევცვლით, ამიტომაც ახალი თარიღების გარკვევამდე იქ კვლავ 26-28 ივნისი იქნება მითითებული.

ბილეთების გაყიდვა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ახალ თარიღებს არ გამოვაცხადებთ.

მათ, ვინც უკვე შეიძინა ფესტივალის აბონემენტი, ვთავაზობთ არჩევანს:

შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.

ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი (გათამაშების გარეშე). ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.

თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10-წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე - ორწლიანს. ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.

თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე.

ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.
თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ", – წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა