მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tbilisi Open Air წელს სავარაუდოდ, სხვა თარიღებში ჩატარდება

5ea6c95ccd904
მარიამ ადამია
27.04.20 16:00
959
"არსებულ ვითარებაში რთული იქნება გამოცხადებულ თარიღებში Tbilisi Open Air-ის ჩატარება, თუმცა ვცდილობთ, რომ ალტერნატიული თარიღები შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს, იმისათვის, რომ წელი არ ჩავარდეს", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში", Forbes-ის რუბრიკაში - 30under30, Stocktone-ის დამფუძნებელმა კოკა გოგოხიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური განცხადება ფესტივალის ჩატარების დეტალებზე თვის ბოლოს გაკეთდება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება შემსრულებლებთან, ვთავაზობთ ახალ თარიღებს. რეალურად ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული და როგორც კი გვექნება პასუხები, გადავწყვეტთ, თუ რა ბედი ელის ფესტივალს წელს, გაუქმდება თუ გადავადდება დროებით. პარალელურად დაწყებული გვაქვს ზარალის დათვლა, თუმცა ზუსტი პასუხი ამ მიმართულებითაც ჯერჯერობით გაურკვეველია, გამომდინარე იქედან, რომ არ ვიცით, ჩატარდება თუ გადაიწევს ფესტივალი.

ასევე არ ვიცით ხალხის დამოკიდებულება, ანუ თუნდაც რომ ჩატარდეს, მზად არიან თუ არა ფესტივალს დაესწრონ ახალ თარიღებზე. შეიძლება, ზოგიერთმა დააბრუნოს ბილეთი, ასევე არ ვიცით მუსიკოსების პოზიციებიც, თუმცა წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მსუყე ციფრებზე არის საუბარი", - აღნიშნა კოკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Tbilisi Open Air-ს ბილეთების გაყიდვების პირველმა ეტაპმა 29 აპრილამდე გადაიწია. ამ დროისთვის ფესტივალის თარიღები ჯერჯერობით უცვლელი რჩება და 26, 27, 28 ივნისს არის დაგეგმილი.