05.თებერვალი .2020 09:45

თბილისი პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

views 246
უკან

დღეს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი.

როგორც ასოაციაციაში განმარტავენ, კონფერენციის მიზანია ევროპულ გამოცდილებასა და პრაქტიკასთან მიმართებაში
განიხილოს პროექტის მიმდინარე შედეგები, არსებული გამოწვევები, პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მექანიზმებისა და სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობები საქართველოში. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, გერმანიის, აზერბაიჯანის, უკრაინის სომხეთის ბიზნეს გაერთიანებები, სამთავრობო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.