მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმეტესობა საყიდლების მიზნით განხორციელდა - საქსტატი

6305e708bfb43
ალა ისპირიანი
25.08.22 00:00
927
საქსტატმა საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ წლის II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.6-ჯერ გაიზარდა და 515.2 ათასი შეადგინა.

აღნიშნული რაოდენობიდან ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთსა და რუსეთში ფიქსირდება. მათი ვიზიტების უმეტესობა კი საყიდლების მიზნით განხორციელდა.

საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების მიზნობრიობა შემდეგნაირად ნაწილდება:

საყიდლები - 42.5%

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 21.3%

მეგობრების ნათესავების მონახულება - 19.2%

დასვენება, განათლება, რეკრეაცია - 12.6%

მკურნალობა, გაჯანსაღება - 1.6%

სხვა - 2.7%