მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტა

5e973caa0f9cf
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 21:00
2442
დღეს, 21:00 საათიდან ძალაში შევიდა მთავრობის 242-ე დადგენილება, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების - თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის ჩაკეტვას ითვალისწინებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა იკრძალება ყველასთვის, გარდა საგამონაკლისო პირებისა.

გამონაკლისების სრული ჩამონათვალი:

ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

თ) მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

ლ) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს".