მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება

5ec67eebeae65
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 19:00
11429
თბილისი - რუსთავის მიმართულებით დაახლოებით 50-60 ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისი თქმით, განისაზღვრება რუსთავიდან გამოსვლის წერტილები, მარშრუტი და მოწყობა თბილისთან მიმართებაში გადასაჯდომი ჰაბი.

„აგლომერაცია, რომელიც არსებობს თბილისის ირგვლივ ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასევე იცით, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს და ძალიან დიდი არის ნაკადი. დაახლოებით 30 000 ადამიანი მგზავრობს ყოველდღიურად, ასევე კერძო ავტომობილითაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან, რაც თბილისისთვის პრობლემა არის, ამიტომ ჩვენ რომ მოვაწესრიგოთ ეს პროცესი, განვსაზღვრავთ რუსთავის გამოსასვლელ წერტილს. ასევე რა მარშრუტს გაივლის და იქ რა დასახლებული პუნქტები მოყვება.შემდგომ მოეწყობა ერთი დიდი ჰაბი, სადაც მოეწყობა გადაჯდომა თბილისთან მიმართებაში.

ზოგადად სტანდარტი არის ასეთი, რომ  1 კმ მანძილზე ითვლება 1 ავტობუსი. თუ ჩვემ ვიტყვით, რომ 30 კმ-მდე არის დაახლოებით თბილისი-რუსთავს შორის მანძილი, სადღაც 50-60 ავტობუსზეა საუბარი“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

შეგასენებთ, რომ ვიქტორ წილოსანი მერიაში საკადრო ცვლილებების შედეგად გუშინდელი დღიდან დედაქალაქის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელია.