20.მაისი .2020 11:12

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს - კახა კალაძე

თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს - კახა კალაძე
views 7570
უკან

თბილისი რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ დედაქალაქი მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერმა თავის მოადგილე მაია ბითაძეს სატრანსპორტო გეგმის წარმოდგენა დაავალა.

„პრობლემა, რომელიც არსებობს ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე, წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს გადაადგილება რუსთავიდან თბილისში და პირიქით თბილისიდან რუსთავში მგზავრობა.

ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, ამ პროექტის განხორციელება მათთვის იქნება სერიოზული კომფორტი. შესაბამისად, მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა და წერტილები საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიამრთულებით და პირიქით.

დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული ახალი ავტობუსები, ისეთი როგორიც ემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა