მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი Ryanair-ის ახალი მიმართულების გამარჯვებულია

5e46ae19c0af9
BM.GE
14.02.20 18:23
1829
Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები თბილისმა გაიმარჯვა.

გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქს ფინალში ბარსელონა ეცილებოდა, თუმცა მოგზაურებმა თბილისი აირჩიეს.

კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. თბილისმა რომი, სანტორინი, პარიზი, მალიორკა, ლონდონი დაამარცხა.
გამოკითხვის შედეგად Ryanair-ი 2020 წლის მიმართულებებში თბილისს დააამატებს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ქართული მხარე მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა. საბოლოოდ ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე 2019 წლის ნოემბრიდან შემოვიდა.

ავიაკომპანია უკვე დაფრინავს მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

avianews.ge