23.ოქტომბერი .2020 23:30

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

views 785
უკან

კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.

საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება, მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა