მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება - გახარია

5f9979982314c
ინგა მურუსიძე
28.10.20 18:13
823
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ თბილისში ყოველწლიურად უფრო და უფრო კომფორტული გარემო ხდება საცხოვრებლად.

გახარიას თქმით, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, სხვაობა არ იგრძნოს.

„ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ხდება, ძალიან კარგია. ყველანი კარგად ვხედავთ, როგორი სიახლე, ცხოვრების კომფორტული გარემო იქმნება ყოველწლიურად. თბილისი სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ - ვალდებულები ვართ, ვიზრუნოთ მთელ ქვეყანაზე. არ უნდა იყოს დიდი სხვაობა  - არ აქვსწ მნიშვნელობა მოქალაქე ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ სადმე სხვაგან. აუცილებელია, მთელ ქვეყანაში შეიქმნას ცხოვრების თანაბარი გარემო იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გამოიჩინონ თავი ყველგან“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერის თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფო ყოველთვის გვერდით დაუდგება.

„იმას, რასაც ვაკეთებთ ბიზნესისთვის, გავაგრძელებთ აუცილებლად. თითოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით, ყველა იმ პროგრამით, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროების ქოლგის ქვეშ ვახორციელებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.