მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი-თეირანს შორის ჩარტერული რეისი შესრულდება

5f1587ec40cb4
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 16:10
979
დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 22 ივლისს, საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქს, თეირანს შორის ჩარტერული ფრენა შესრულდება და მას ირანული ავიაკომპანია Qeshm Air-ი განახორციელებს. 

ამასთანავე, განახლდა გრაფიკი, რომლითაც სპეციალური და ჩარტერული რეისები შესრულდება. მათ შორის ავიაკომპანია Sky Up Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით შეასრულებს ფრენას. ის 23 ივლისს არის დაგეგმილი.